გაიზარდა თუ არა გაზის ტარიფი - ბოლო დროს მომხმარებული ბუნებრივი აირის ქვითრებში განსაკუთრებულად მაღალი გადასახადის გამო საზოგადოების უკმაყოფილებას ამჯერად ენერგეტიკის სამინისტრო ეხმაურება. მინისტრის განცხადებით, ბუნებრივ აირზე მეტი გადასახადის გადახდა ზამთრის ცივ დღეებს უკავშირდება და ქვითრებში ასახულ გაორმაგებულ გადასახადებს სხვა მიზეზები არ აქვს. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ყაზტრანსგაზისა და გაზის ტრანსპორტირების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა , სადაც არსებულ მდგომარეობაზე ანგარიში მოისმინა. მინისტრი ამბობს რომ ბუნებრივი აირის მოხმარება არის გაზრდილი. ყაზტრანსგაზის წარმომადგენელების განცხადებით კი, 2016 წლის დეკემბრის თვეში, ნოემბერთან შედარებთ გაზის მოხმარება 49%-ით გაიზარდა.