
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
გაიზარდა თუ არა აზიიდან ავტომობილების ტრანსპორტირების ფასი?
27-11-2020
აზიიდან ავტომობილების ტრანსპორტირება გაძვირდა. თუ სექტემბრამდე ერთი მანქანის ჩამოყვანა კონტეინერით საშუალოდ 750 დოლარი ღირდა, ახლა მისი ფასი ათას 500 დოლარია. ,,ავტო იმპორტ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, რომ ფასების მატება სეზონურია და ახალი წლის შემდეგ ტრანსპორტირების ღირებულება ისევ შემცირდება, თუმცა ძველ ნიშნულს ვეღარ დაუბრუნდება.
ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ მსოფლიოს 59 ქვეყანაში 71 ათას 690 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იყიდა, ეს კი 47,2%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველომ ყველაზე მეტი ავტომობლი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდა, ასევე იაპონიაში, გერმანიაში, კორეასა და ბელგიაში.
AutoPlay

იანვარში იპოთეკური სესხების მოცულობა 7.1%-ით შემცირდა
15-01-2021

გასულ კვირასთან შედარებით სასტუმროების სამომავლო დატვირთულობა გაზრდილია
15-01-2021

უნდა ველოდოთ თუ არა პურის ფასის ზრდას
15-01-2021

საქართველოში ფულადი გზავნილები რეკორდულ მაჩვენებელზეა
15-01-2021

Boeing-მა 2020 წელს მხოლოდ 157 თვითმფრინავი გაყიდა
15-01-2021

ვინ არის 2020 წლის ყველაზე მდიდარი ინსტაგრამ-ინფლუენსერი, რომელიც პოსტში მილიონზე მეტს შოულობს
15-01-2021