2022 წლის მე-2 კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი 2.2 პუნქტით შემცირდა და 15.1 პუნქტს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ კვლევითი ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, უარყოფითი ცვლილება მიმდინარე გაუარესებულმა მდგომარეობამ განაპირობა.
როგორც ანგარიშშია მოცემული, ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, საფინანსო და მომსახურების სექტორებში, ხოლო მშენებლობისა და ვაჭრობის სექტორებში გაუარესდა.
ამასთან, კვლევითი ცენტრის შეფასებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა გასაყიდი ფასების ინდექსი, რაც ნიშნავს, რომ გაიზარდა ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას ვარაუდობს.