გაიცანით ოდესღაც მაწანწალა ორსახა “ქიმერა” კატა ვინუსი, რომელიც მისმა ახლანდელმა პატრონმა ქუჩაში იპოვა. ეს დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კატაა, მას ფეისბუქის ფეიჯიც აქვს და მრავალ სხვა სოციალურ ქსელშიც “აქტიურობს”.საოცარი გარეგნობის გარდა, ვინუსი ძალიან თბილი და მშვიდობიანი ხასიათითაც გამოირჩევა. როგორც მისი პატრონი ამბობს, ფისოს სახლში ავეჯიც კი არასდროს დაუკაწრავს.