ეს ფერადი და განსხვავებული ნამუშევრები პროფესიით მოდელიორ-დიზაინერ ნინო ნამგალაურს ეკუთვნის. ყველაფერი კი 2005 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩააბარებით დაიწყო. ნინო ესკიზებს ქმნიდა, თუმცა მუდმივად სურდა სიახლე ყოფილიყო მის შემოქმედებაში და ამის გამო თექაზე მუშაობა გადაწყვიტა, რომლის საშუალებითაც თავის ახალ იდეებს ახორციელებდა. წლებმა გაიარა და დღეს ნინო პედაგოგია, რომელიც ბავშვებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.