"განათლებული ქართველი ძაღლი" ბონი გერმანული ნაგაზის ჯიშის წარმომადგენელია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ძაღლის სახეობად ითვლება მსოფლიოში. შეიძლება ითქვას რომ ქართველი ბონი საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. აქვს განვითარებული მათემატიკური უნარები, იცის დათვლა და გამრავლება. ქალბატონმა ლიამ ის 2 თვის ასაკში მოიყვანა, მისი ნიჭი მაშინვე შეამჩნია და შეუდგა მის გაწრთვნას. ბონი ახლა 5 წლისაა და 50 მდე ბრძანების ასრულებს.
მიღწეულზე გაჩერებას არც ძაღლი და არც პატრონი არ აპირებენ და გეგმავენ ფართო საზოგადოებას თავი კინოროლითაც დაამახსოვრონ.