10:17
30 ივლისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
გემრიელი მოგზაურობა
გაიცანით ევროპული და არაბული ცივილიზაციის ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი მაროკოს მრავალფეროვანი სამზარეულო
17-06-2021

მაროკო – ეს არის ადგილი, სადაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა მოხვდეთ. აქ არის თავმოყრილი ყველა ის პირობა, რაც ადამიანის საინტერესოდ მოგზაურობას უზრუნველყოფს. უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურა, საოცარი პეიზაჟები და უგემრიელესი სამზარეულო ტურისტთა უდიდეს ინტერესს იწვევს. ევროპული და არაბული ცივილიზაციის ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილმა მაროკომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სამზარეულო აჩუქა. მაროკოს სამზარეულო ნებისმიერ გემოვნებას აკმაყოფილებს: ხორცი, თევზი, ვეგეტარიანული კერძები, ჩაი, სუნელების უსასრულო კალეიდოსკოპი, სოუსები და მარინადები.

ნაყოფიერი დაბლობების ტერიტორიაზე მოჰყავთ ხორბალი, სიმინდი, ბოსტნეული და ხილი. საექსპორტო მნიშვნელობა აქვს მეხილეობა-მეციტრუსეობას მევენახეობას.ასევე ადრეული ბოსტნეულისა და პომიდვრის ექსპორტს. დიდი მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობას. სანაპირო რეგიონებში უმეტესად მსხვილფეხა პირუტყვს აშენებენ. მთიან რეგიონებსა და უდაბნოებში ბედუინები აშენებენ ცხვარს, თხას, აქლემს. არაბებმა მაროკოს სამზარეულოში შეიტანეს დარიჩინი, ჯანჯაფილი, ზაფრანა, კუმინი , მჟავე და ტკბილი გემოების შერევა. აგრეთვე ხორცის კერძებში თაფლის, შაქრის, ხილისა და ჩირის დამატების წესი. მაროკოს სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინეს უძველესი დროიდან ფინიკიამ, კართაგენმა, რომმა და ბიზანტიამ.

აღსანიშნავია, რომ მაროკო ერთადერთი არაბული ქვეყანაა, რომელიც არასოდეს ყოფილა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი, რის გამოც მაროკოელები არ მიირთმევენ არც ბაქლავას და არც ფარშირებულ ბოსტნეულს.

AutoPlay
გაიცანით მალაიზიური სამზარეულო, რომელიც ნათლად ასახავს იმ გავლენებს, რომლებიც ქვეყანაზე მოახდინა ჩინურმა, კორეულმა, ინდურმა და ტაილანდურმა კულტურამ
გამოქვეყნდა 23 საათის წინ
გაიცანით აზიური სამზარეულო, რომელსაც გამორჩეული კულინარიული სტილი და ტრადიცია აქვს
22-07-2021
გაიცანით ინდონეზიის სამზარეულო, რომელიც ამ ქვეყნის მცხოვრებ ხალხთა კულინარიული ტრადიციების ერთობლიობას წარმოადგენს
15-07-2021
გაიცანით სალვადორის გამორჩეული და განსხვავებული სამზარეულო
08-07-2021
იცოდით, რომ იემენში ლანჩია დღის მთავარი ტრაპეზი და არა სადილი? - გაიცანით იემენური სამზარეულო
01-07-2021
ესპანური, ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური გასტრონომიების შერწყმით შექმნილი ვენესუელური სამზარეული
24-06-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები