11:25
20 ივნისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
გემრიელი მოგზაურობა
ებრაელები არ ჭამენ ნანადირევს, ხორცის ძალიან ქონიან ნაჭრებს და ღორის ხორცს, ამას მათ რელიგია უკრძალავს - გაიცანით ებრაული სამზარეულოს თავისებურებანი
22-04-2021

ებრაული სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე ძველია მსოფლიოში. მისი კულინარიული კულტურა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან და ათასწლეულების მანძილზე გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ისტორიულად ცნობილია, რომ საუკუნეთა განმავლობაში ებრაელი ხალხი მიმოფანტული იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

კულტურათა შერწყმის პროცესში ყალიბდებოდა შედარებით განსხვავებული, მაგრამ მაინც ებრაულ ტრადიციებზე დაქვემდებარებული კულინარიული რეცეპტები. შეიძლება ითქვას, ებრაული კულინარია განიცდიდა სხვადასხვა ქვეყნების კულტურის ზეგავლენას, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, რომ შეენარჩუნებინა თვითმყოფადობა და გამორჩეული სახე. ყველა კუთხეში მცხოვრებ ებრაელს აერთიანებს რელიგიური წეს-ჩვეულებები, რომლებიც ადაპტირებულია იმ ქვეყნების კულტურასთან, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ.

არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც ებრაელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, კერძს როდესაც ამზადებს: აკრძალულია კერძებში ხორცისა და რძის პროდუქტების, ხორცისა და თევზეულის ერთად გამოყენება, ასევე მათი სუფრაზე ერთად დაწყობაც კი. ებრაელები არ ჭამენ ნანადირევს, ხორცის ძალიან ქონიან ნაჭრებს და ღორის ხორცს. ამას მათ რელიგია უკრძალავს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები