ქართველები ოდითგანვე ცივ იარაღს აწარმოებდნენ. თუმცა უძველესი პროფესიების ნაწილი თითქმის დღესდღეობით არ არსებობს. ძალიან ცოტამ თუ იცის საქართველოში მჭედლობის როგორც პროფესიის შესახებ. ახალგაზრდა ოსტატი, მეიარაღე ლევან ბუკია უკვა 13 წელია ცივი იარაღების კეთებითაა გატაცებული. მის თითოეულ ნიმუშს პრაქტიკულთან ერთად ესტეთიური დანიშნულება აქვს.მის მიერ შექმნილი თითოეული ნივთი უნიკალურია და არასდროს მეორდება.
პირველი პროფესიული განათლება საპატრიარქოსთან არსებულ სამჭედლოში მიიღო.ახალგაზრდა ოსტატი მონაწილეობას იღებს საზღვრებს გარეთ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში.საკუთარი გამოცდილებიდან ამბობს,რომ ევროპაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მჭედლობას და ძალიან დიდი სურვილი აქვს საქართველოში მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს ამ საქმიანობას.