ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რატომ უძნელდებათ წონაში დაკლება ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანი არასწორად იკვებებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მავნე საკვების გამო, ნაწლავის მიკროფლორა ღარიბდება. ნაწლავის გარკვეული ბაქტერიები ზრდის დიეტის ეფექტურობას და ასეთი ორგანიზმები ცოცხლობენ იმ ადამიანების ნაწლავებში, ვინც სწრად იკვებება.