აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ნატურალური რძისა და რძის პროდუქტების დეღეგესგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს შესაბამისი არგუმენტაცია ვერ წარუდგინა. ოთარ დანელიას განმარტებით, აღნიშნული შეღავათის დაწესების მოსალოდნელი სარგებელი, ამ დრომდე არაა დასაბუთებული. მისივე ინფორმაციით, ნატურალური რძისა და რძის პროდუქტების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივის განხილვა თებერვალში განახლდება.სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნატურალური რძისა და რძის პროდუქტების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება დარგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რძის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება რძეზე მოთხოვნას გაზრდის. რაც შეეხება პროდუქციის გაიაფებას, მოკლევადიან პერიოდში კახაბერ კონიაშვილი ფასების კორექტირებას არ ელის. შეგახსენებთ, რომ ნატურალური რძისა და მისგან დამზადებული რძის პროდუქტების დღგ-ისგან გათავისუფლების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა. ცვლილებების კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა. უწყების ვარაუდით, აღნიშნული შეღავათის დაწესების შედეგად, ბიუჯეტს შესაძლოა, 35 მილიონი ლარი დააკლდეს.