პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციას შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონპროექტისადმი უარყოფითი პოზიციის გამო აკრიტიკებს. მთავრობის მეთაური საკითხისადმი ოპონენტების დამოკიდებულებას "პოლიტიკურ მასკარადს" უწოდებს და აცხადებს, რომ მიუღებელია ნებისმიერი პოზიცია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. პრემიერის თქმით, მთავრობას ხელს ვერავინ შეუშლის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს.