გაგუას კლინიკის ახალი კორპუსის გახსნას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ახალაშენებული კორპუსი 100 საწოლზეა გათვლილი და უახლესი სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი. ახალ კლინიკაში სულ სამასამდე თანამშრომელი დასაქმდება. ამ დროისთვის კლინიკას წელიწადში 4 ათასი მშობიარეს მიღება შეუძლია. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ჰოსპიტალურ სექტორში ინტენსიური ინვესტიციები ხორციელდება. გაგუას კლინიკის ახალი კორპუსის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერიც დაესწრო.