ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სადღეისოდ ინტერნეტდამოკიდებულების ნამდვილი ეპიდემიაა, ადამიანები სხვადასხვა ინფორმაციის ძიებისას საათობით, ზოგჯერ დღეობითაც, ვერ წყდებიან ინტერნეტს.
მიღებული ინფორმაციების გამო კი კოგნიტიურ ფუნქციებთან დაკავშირებული ნერვული წრეები მუდმივად გააქტივებულია. ეს კი ზრდის იმპულსურობისა და მუშა მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების რისკს. ინტერნეტდამოკიდებულება ვნებს ტვინის მრავალ სტრუქტურას. უარყოფით გავლენას ახდენს ჰიპოკამპზე, პრეფრონტალურ ქერქსა და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებზე პასუხისმგებელ ტვინის უბნებზე. ინტერნეტდამოკიდებულება ყველაზე მეტად ბავშვებისა და მოზარდების ტვინისთვისაა საშიში, რადგან მათი ტვინი განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება.