ჰაცუ ბაშოს X საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც გაგამარუმ მე-6 გამარჯვება იზეიმა. თეიმურაზ ჯუღელი კიოკუტაისეის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 6:4-ზე გაუხდა. აღსანიშნავია, რომ აქამდე გაგამარუს კიოკუტაისეისთან უარყოფითი ბალანსი 2:5-ზე ჰქონდა. ქართველ ფალავანს კიდევ ორი გამარჯვება დარჩა დადებითი ბალანსის გასაფორმებლად. ჯუღელის მომდევნო მეტოქე ჰაცუ ბაშოზე ენჰო იქნება, ვისაც სულ ერთხელ შეხვედრია და ბრძოლა მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.