გაფუჭებული ხორცი, ყველი და კვერცხი - რა პირობებში ინახავდნენ პროდუქტებს გარევაჭრობის ობიექტებში? - Palitra News

გაფუჭებული ხორცი, ყველი და კვერცხი - რა პირობებში ინახავდნენ პროდუქტებს გარევაჭრობის ობიექტებში?

2017-04-05 11:17:05+04:00

გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დახლების ქვეშ, გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს, კერძოდ, საუბარია ხორცზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ყიდიდნენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროდუქტები ნორმების ყოველგვარი დარღვევით ინახებოდა.