დელფინების მასობრივ გამორიყვასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვა შესაძლოა, დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით იყოს განპირობებული. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ დელფინებს. მათი ინფორმაციით, 2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა.