18:28
16 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გაფრთხილება, რომელიც კვერცხის შეძენისას გამოგადგებათ - აღდგომის დღესასწაულამდე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწოდებას გაეცანით
19-04-2019

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლს ააქტიურებს. განსაკუთრებული ყურადღება კვერცხის უვნებლობასა და ვარგისიანობას ექცევა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ საწარმოებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. ადგილობრივი მეფრინველეობის ფერმებში განხორციელებული ინსპექტირებისას, შემოწმდა წარმოების პროცესი. კრიტიკული შეუსაბამობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა. სარეალიზაციო ქსელში ასევ მოწმდება თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი 70-ზე მეტ ობიექტში განხორციელდა და შენახვის პირობების დარღვევის ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს განაგრძობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს - ყურადღებით გაეცანით ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას.

2013 წლის მაისში, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

AutoPlay
ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის საკითხს დღეს განიხილავენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
კახეთში სტიქიის შედეგად, 112-მდე სახლი და 4000-მდე ჰექტარი ვენახი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ინგლისის ერთ-ერთ ფერმაში კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მასში დასაქმებულ 72 ადამიანს კორონავირუსი აღმოაჩნდ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
დავით ზალკალიანმა PCR ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები