სამშენებლო ნორმების იგნორირების გამო, თბილისში 500 ობიექტს გაფრთხილება მიეცა, 272 - დაჯარიმდა, 120 ობიექტის მშენებლობა კი შეჩერდა- ამის შესახებ თბილისის მერმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მერიას აქვს ბევრი სიახლე, აწარმოებს სხვადასხვა სამუშაოს დედაქალაქის საკეთილდღეოდ და საჭიროა ამის სწორად განხორციელების ხელშეწყობა. როგორც კახა კალაძის განმარტა, საჭიროა ზედამხედველობის და მონიტორინგის გაძლიერება იმ დარღვევებზე, რომლებიც აზარალებს თბილისს.