გაფიცვა ბაღდათში - მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრთა მომსახურებაზე უარს აცხადებენ. აქციის მონაწილეები სხვა მძღოლებს სვლა-გეზის გრაფიკის დარღვევაში და მათთვის საქმიანობაში ხელისშეშლაში ადანაშაულებენ. აღნიშნულის გამო მძღოლებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც ისინი ბაღდათის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. ბაღდათის მერია კი კერძო დავაში ჩაერევისგან თავს იკავებს.