"სამინისტროსგან რეალისტური პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე არ მიგვიღია" - ამის შესახებ სოცილურმა მუშაკებმა ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადეს. მათი თქმით, 4 პუნქტიანი გეგმა სოციალური მუშაკებისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. "განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დამსაქმებლის რიტორიკა გაფიცვამდე და გაფიცვის შემდგომ არ შეცვლილა -აღნიშნავენ სოციალური მუშაკები. მათივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ 4 პუნქტიან გეგმას აკლია კონკრეტიკა, სოცმუშაკები მზადყოფნას გამოთქვამენ კიდევ ერთხელ შეხვდნენ ჯანდაცვის მინისტრს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ