გაფიცული მაღაროელების ინფორმაციით, ჭიათურაში სამმა მაღაროელმა პირი ამოიკერა - Palitra News

გაფიცული მაღაროელების ინფორმაციით, ჭიათურაში სამმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

2019-05-24 14:02:47+04:00

ჭიათურაში სამმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ადმინისტრაციისთვის მიცემული ვადა ამოიწურა.

როგორც გაფიცული მაღაროელი გელა ბაძგარაძე პალიტრანიუსთან აცხადებს, მათი პროტესტი გრძელდება.ჭიათურაში მაღაროელები მეცხრე დღეა გაფიცული არიან.

პარალელურად, რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.