გაფართოებულ ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, აგრარული ბაზრებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. როგორც გამყრელიძემ განმარტა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.