გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები აიღო. არსებული ინფორმაციით, ოპოზიციურმა გაერთიანებამ კარვები გურჯაანში წაიღო სადაც დღეიდან შესაძლოა პროტესტის აქციები დაიწყოს. "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებმა კარვები პარლამენტის შენობის წინ 16 დეკემბერს, ღამის საათებში დადგეს. დღეიდან კი პარლამენტის შენობის წინ აქციები უნდა დაწყებულიყო, თუმცა ოპოზიციამ გეგმები შეცვალა.