გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საერთაშორისო სამშენებლო და ადგილობრივი კომპანიებისთვის ღია კარის დღე გამართა. კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ კომპანიებს 2019 წელს დაგეგმილი ტენდერების ზოგად დეტალებს გააცნო. ასევე, ისაუბრეს მიმდინარე წლის დაგეგმილ, ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საინფორმაციო და ღია ფორმატის შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს მისცემოდათ შესაძლებლობა ტენდერის გამოცხადებამდე გაცნობოდნენ პროექტების შესახებ ზოგად ინფორმაციას.