გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატა დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ იმსჯელებს. შესაბამისი ინფორმაცია ლორდთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დისკუსიის ინიციატორი ლორდი ჰარისია.
„დღეს მისი უდიდებულესობის მთავრობას ვკითხავთ, რა პოზიცია აქვთ საქართველოს მთავრობის მიმართ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილს მოეპყრონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ნებისმიერი შემდგომი მოსმენა შეესაბამებოდეს კანონის უზენაესობას და სათანადო პროცესს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების მონიტორინგს,“ - წერია განცხადებაში.