ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც გაერთიანებული სამეფოდან საფრანგეთში მიემგზავრებიან, დღეიდან ქვეყანაში შესვლის უფლება ექნებათ იმ შემთხვევაში, თუკი კოვიდ 19-ზე ბოლო 72 საათში გაკეთებულ უარყოფით ტესტს წარადგენენ, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სამეფოდან საფრანგეთში შესვლის უფლება ბრიტანეთის ან მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეებსაც ექნებათ, რომლებსაც საფრანგეთში ან ევროკავშირში ცხოვრების უფლება აქვთ ან მოგზაურობის ლეგიტიმური მიზეზი აქვთ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.
ახალი წესები ამ ეტაპზე 6 იანვრამდე იმოქმედებს.
საფრანგეთმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან საზღვარი ორშაბათს, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის გამო ჩაკეტეს, რამაც სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვები შეაფერხა.