რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები სოფელ ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ისინი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას არ შეეგუებიან.