გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ამომრჩეველთა მოსყიდვის გამო ითხოვდა. ოპოზიციამ სასამართლოზე რამდენიმე საათის ვიდეომასალა წარადგინა, სადაც მათი განმარეტებით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებია ასახული.გაერთიანებული ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს ვიდეომასალა საკმარისია ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის დასადგენად, რაც კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი უნდა გამხდარიყო. სასამართლო პროცესს ასევე ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც.