გაერთიანებული ოპოზიციის ონის საარჩევნო შტაბის ხელძღვანელის, ნოდარ ბურდილაძის, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი თბილისში ტრანსპორტირება შეუძლებელი ხდება.ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე გააკეთა. მან ხელისუფლებას თავდასხმის ფაქტის უსწრაფესი გამოძიება მოსთხოვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი პაციენტის დახმარებისკენ მოუწოდა.