გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ბერლინში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ.
როგორც "პალიტრანიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში, "ძალა ერთობაშიას" ლიდერები გერმანიის "ქრისტიან დემოკრატიული კავშირის" გენერალურ მდივანს, ბუნდესტაგის წევრ პოლ ზიემაკს და პარტიის საერთაშორისო ოფისის დირექტორ ბერტილ ვენგურს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა ქვეყნის რეგიონალური მდგომარეობა და საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება იყო. ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის დახმარება, რომელსაც "ქრისტიან დემოკრატიული კავშირი" "ენმ"-სა და გაერთიანებულ ოპოზიციას გაუწევს.