გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირებას მოითხოვს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავენ. მისივე თქმით, მოთხოვნის მთავარი მოტივი წინასაარჩევნოდ 600 000 ამომრჩევლის მოსყიდვაა, რომელსაც სესხების განულების პროგრამა შეეხო. ოპოზიცია პროკურატურასაც მიმართავს და თბილისის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. "მათ პირდაპირ ეთერში აწარმოეს მასობრივი მოსყიდვა, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული"- განაცხადა ვაშაძემ.