გაერთიანებული ოპოზიცია მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სატელევიზიო ეთერში ოპოზიციური პარტიის კლიპების განთავსება აიკრძალა, ცენზურად აფასებს. "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ტელემაუწყებლებს მიწერა, რომ პოლიტიკურ რეკლამებში არის პორნოგრაფიული შინაარსის უხამსი გამონათქვამები. ვაშაძის თქმით, სამართლებრივ დავას დაიწყებენ და აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჩააყენებენ.