გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა 12:00 საათისთვის გახდება ცნობილი - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესო შენგელიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით რუსთაველის გამზირზე განთავსებულ კარვებში რომელიც ოპოზიციოს წარმომადგენლებმა წუხელ განათავსეს მთელი ღამე გაათენა თუმცა რაიმე ტიპის ექსცესს ადგილი არ ქონია. ამჟამად პარლამენტის სასახლის წინ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 8 კარავია დადგმული. მასზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პლაკატია წარწერით "არა სალომეს".