გაერთიანებული ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. პაატა დავითაიას განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ქართულ მხარეს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია და სწორედ ეს იქნება მთავარი მტკიცებულება ჰააგის სასამართლოში. გაერთიანებული ოპოზიციის შეფასებით, რუსულ ნარატივში ჯდებოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც, თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ ეს ყველაფერი გააქარწყლა, რითიც ოპოზიციის აზრით, "ქართული ოცნების" გეგმა ჩავარდა. შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.