გაერთიანებული ოპოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან უცხოელ ექსპერტთა საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის.როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საბჭოში ევროპის ქვეყნების მაღალი რანგის მოსამართლეები შევლენ და მათ ექნებათ უფლება ვეტო დაადონ მოსამართლეობის კონკრეტულ კანდიდატებს.