გაერთიანებული ძალების მხარდაჭერის ოპერაცია C-130 თვითმფრინავებით გაიმართა - Palitra News

გაერთიანებული ძალების მხარდაჭერის ოპერაცია C-130 თვითმფრინავებით გაიმართა

2020-09-01 22:04:24+04:00

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ოფიციალურ გახსნამდე, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გამართეს.

დესანტირების გადმოსხმის ოპერაციას ადგილზე დააკვირდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლუტიე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი.

დესანტირების გადმოსხმის ოპერაციის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქვეყნებს შორის არსებულ უნიკალურ ნდობაზე გაამახვილა.