გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება - Palitra News

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება

2021-09-20 13:10:30+04:00

ინგლისში, დღეიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება. The Guardian-ის ინფორმაციით, პროგრამა ძირითადად სკოლებში განხორციელდება და ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, დაუკავშირდნენ პოლიციას, თუ თვლიან, რომ მათი სკოლის შენობებთან საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი. 12-15 წლის ბავშვების აცრა შოტლანდიასა და უელსში მიმდინარე კვირაში დაიწყება. ჩრდილოეთ ირლანდიაში კი ამ ასაკის მოზარდებს ვაქცინაციას ოქტომბრიდან შესთავაზებენ.