გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი B1525 აღმოაჩინეს, - ამ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, B1525-ის გამოვლენა, გენომის თანმიმდევრობის გზით, 10 ქვეყანაში, მათ შორის დანიაში, აშშ-სა და ავსტრალიაში, მოხდა. გაერთიანებულ სამეფოში კი ამ დროისთვის 32 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ვარიანტი შეიცავს არაერთ ისეთ მუტაციას, რომელიც მეცნიერების შეშფოთებას იწვევს, მათ შორის E484K მუტაციას სპაიკის ცილაზე, რომელიც ვირუსს უჯრედებში შეღწევაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ E484K მუტაცია კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკულ და ბრაზილიურ ვარიანტებშია აღმოჩენილი და ფიქრობენ, რომ მისი საშუალებით ვირუსს უკეთ შეუძლია თავიდან აიცილოს სხეულის მიერ წარმოქმნილი გამანეიტრალებელი ანტისხეულები.