გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 33 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 290 195-მდე გაიზარდა.
ამასთან, ვირუსს კიდევ 563 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 50 928-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, ინგლისში 2 დეკემბრამდე 1-თვიანი საყოველთაო კარანტინია დაწესებული.