გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის კანონპროექტს, რომელიც დახმარებისთვის თურქეთის საზღვრის მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტის გამოყენებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა შვიდმა ქვეყანამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, საფრანგეთმა, ბელგიამ, გერმანიამ, დომინიკის რესპუბლიკამ და ესტონეთმა მისცა, მხარი დაუჭირეს: რუსეთმა, ჩინეთმა, ვიეტნამმა და სამხრეთ აფრიკამ, ოთხმა ქვეყანამ კი: ინდონეზიამ, ნიგერის რესპუბლიკამ, სენტ-ვინსენტი და გრენადინებმა და ტუნისმა თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, გასულ დღეს რუსეთმა და ჩინეთმა გერმანიისა და ბელგიის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციის კანონპროექტს თურქეთის საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტებიდან სირიისთვის დახმარების მიწოდების 1 წლით გახანგრძლივების შესახებ ვეტო დაადეს. რეზოლუციის ტექსტს მხარი რუსეთისა და ჩინეთის გარდა საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა. რ
უსეთის მიერ შეთავაზებულ ტექსტი ჰუმანიტარული დახმარებისთვის თურქეთის მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტის გამოყენებასა და აღნიშნული ოპერაციის 6 თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.