გაეროს უშიშროების საბჭომ არ დაუჭირა მხარი აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებას ითვალისწინებდა. მედიის ინფორმაციით, პარასკეევს გამართულ კენჭისყრაზე აშშ-მ მხოლოდ ერთი ქვეყნის - დომინიკის რესპუბლიკის მხარდაჭერა მოიპოვა, ორმა ქვეყანამ - რუსეთმა და ჩინეთმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, თერთმეტმა კი - თავი შეიკავა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი იყვნენ. ბირთვული შეთანხმების თანახმად, ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს ვადა 2020 წლის 18 ოქტომბერს იწურება.