გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სირიაში სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"გენერალური მდივანი უკიდურესი შეშფოთებით ადევნებს თვალს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სიტუაციის ესკალაციას და ინფორმირებულია ავიაიერიშის შედეგად დაღუპული ათობით თურქი ჯარისკაცის შესახებ", - განაცხადა გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა. მისი თქმით, ანტონიუ გუტიერეში განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს იმ რისკის გამო, რაც სამხედრო მოქმედებების ესკალაციის გამო მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება.
გაეროს პრესპიკერის განმარტებით, თუკი ცეცხლის შეწყვეტა სასწრაფოდ არ განხორციელდება, შესაძლოა კონფიქიტი კიდევ უფრო გამწვავდეს.