სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი მივიდა. პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს ნილს სკოტმა აღნიშნა, რომ სტიქიის შესახებ პირველივე წუთებიდან, საქართველოს მთავრობის მხრიდან ინფორმირებული იყო გაეროს ჟენევისა და თბილისის ოფისები.