21:29
23 იანვარი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გაერომ მარიხუანა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალიდან ამოიღო
03-12-2020

გაეროს კომისიამ, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, მარიხუანას მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების სიიდან ამოღებას დაუჭირა მხარი, - ამ ინფორმაციას Abc News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომისიამ კენჭი უყარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას კანაფისა და კანაფის ფისის ნარკოტიკული საშუალებების 1961 წლის კონვენციის IV დანართიდან ამოღების შესახებ, სადაც ის ჰეროინთან და სხვა სინთეტურ ნარკოტიკულ პრეპარატებთან ერთად იყო დასახელებული.

კომისიამ გადაწყვეტილება 27 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო, ერთმა წევრმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ კომისიის გადაწყვეტილებით მარიხუანა რჩება კონვენციის I დანართში იმ ნარკოტიკული საშუალებების გვედით, რომლებიც მკაცრ საერთაშორისო კონტროლს მოითხოვენ.

მარიხუანასთან ერთად ჩამონათვალში ასევე შედის კოკაინი, ფენტანილი, მორფინი, მეტადონი, ოპიუმი და ოქსიკოდონი.

AutoPlay
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
„თავისუფლება ნავალნის!“ - აქციები რუსეთის მასშტაბით და ასობით დაკავებული დემონსტრანტი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გიგი უგულავა - შეუძლიათ დეპუტატებს შეუწყვიტონ უფლებამოსილება და გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
შსს-ს ინფორმაციით, გიგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას უფლება აქვს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები