გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 8 წევრ სახელმწიფოს გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გაეროს ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანის გადაუხდელობა გახდა.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, ეს ქვეყნებია ირანი, ვენესუელა, სუდანი, ანტიგუა და ბარბუდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა, პაპუა-ახალი გვინეა და ვანუატუ.
გუტერეშმა ის თანხმებიც დაასახელა, რომლების აღნიშნულმა ქვეყნებმა ხმის უფლების აღსადგენად უნდა გადაიხადონ. ირანი ვალდებულია 18 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადოს, სუდანი - 300 000 დოლარი, ვენესუელა კი- 40 მილიონი დოლარი.