კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო „ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილის რისკის წინაშეა – ამის შესახებ გაეროს „მსოფლიო საკვების პროგრამის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, სასწრაფო ზომები უნდა მივიღოთ.
გაერო-ში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ ათი ქვეყანაა, რომელიც კონფლიქტებისგან, ეკონომიკური კრიზისისა და კლიმატური ცვლილებებისგან არის დაზარალებული. „საკვების კრიზისის გლობალურ ანგარიშის“ მიხედვით ეს ქვეყნებია: იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.
გაეროს მონაცემებით, COVID-19–ის ეფექტების გამო შიმშილი მსოფლიოში თითქმის 130 მილიონ ადამიანს ემუქრება.