გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც "სასწრაფო და ტრანსფორმაციული" ზომების აუცილებლობაზე საუბრობს.
ორგანიზაციის ცნობით, წევრი ქვეყნების მიერ გატარებული ზომები საკმარისი არ არის, რომ ტემპერატურამ პოტენციურ კატასრტოფულ დონეს არ მიაღწიოს.
ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე პოლიტიკა ვერ შეინარჩუნებს გლობალური ტემპერატურის მატებას 1,5-2 გრადიუსიან ნიშნულში, რაც უსაფრთხო დონედ განისაზღვრება.
მიმდინარე მონაცემებით, თუ რადიკალური ნაბიჯები არ გადაიდგა, ტემპერატურის ზრდამ 2100 წლისთვის შესაძლოა 3,2 ცელსიუს გრადუსს მიაღწიოს, რაც გამანადგურებელი მაჩვენებელია დედამიწისთვის.