გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე აღინიშნა, რომ კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგს წარმოადგენს. ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რთული ვითარება პარტნიორებმა დაგმეს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვარაცხელია 12 მარტს ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, მან თავი მოიკლა.