13:52
28 სექტემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
გაერო: მსოფლიოში 500 მლნ ადამიანი შესრულებული სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებს
22-01-2020

მსოფლიოში ნახევარი მილიარდი ადამიანი შესრულებული სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებს და სიღარიბით იტანჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევაზე დაყრდნობით The Guardians-ი ავრცელებს.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ბოლო წლებში მსოფლიოში სიღარიბე გაიზარდა და სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის კიდევ უფრო აშკარა გახდა. მათი თქმით, სიღარიბისა და უმუშევრობის ზრდა გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზეზია.

გაეროს ინფორმაციით, დღეისთვის 165 მილიონი ადამიანი ვერ პოულობს ისეთ სამსახურს, რომელიც მათ ყოველდღიურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 119 მილიონი ადამიანი კი მათი კვალიფიკაციის შესაფერის სამუშაოს ვერ პოულობს. ამასთან, მსოფლიოს მასშტაბით, 630 მილიონი ადამიანის ყოველდღიური შემოსავალი 3 დოლარსა და 20 ცენტზე  ნაკლებია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები